დიალოგი - რამდენად ჩართულები არიან უმცირესობები არჩევნებში?
რეგიონში მცხოვრები COVID19-ით გარდაცვლილი 6 მოქალაქის მიუხედავად, ადგილობრივების უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ მათი თანასოფლელი სხვა დაავადებით გარდაიცვალა და ხელისუფლება პანდემიით მანიპულირებს. ამ საკითხს კანდიდატთა ნაწილის განცხადებებიც ემატება. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი ეთნიკური უმცირესობებია, რადგან მათ არ იციან სახელმწიფო ენა, ნაკლებად ან თითქმის არ არიან ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, მიაჩნიათ, რომ მათი ვალდებულებაა სახელმწიფოს გვერდით დგომა და როგორც წესი, სახელმწიფო ხელისუფლებასთან ასოცირდება - ეს იყო გადაცემის მთავარი თემა, რომელზეც კანდიდატებთან ერთად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ტოქ-შოუ ,,დიალოგში“ ისაუბრეს.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |