დიალოგი - ყარაბაღის მოვლენები, რა იცვლება საქართველოსთვის
სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რასაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, „წარმოუდგენლად მტკივნეული“ შეთანხმება უწოდა.

აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის დაბრუნებას ზეიმობენ, სომხეთში კი მასობრივი არეულობებია. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს აზერბაიჯანთან კაპიტულანტურ შეთანხმებაში ადანაშაულებენ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების შეფასებით, ომს ჰყავს დამარცხებული და გამარჯვებული. ასევე ჰყავს რუსეთი, რომელმაც ყველაზე მეტი პოლიტიკური სარგებელი მიიღო. სამმხრივ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის უსაფრთხოებას დაახლოებით, 2 000-კაციანი რუსეთის სამშვიდობო ქვედანაყოფი დაიცავს.

დღევანდელ გადაცემაში მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ვსაუბრობთ. მოვისმენთ ადგილობრივების, კონფლიქტოლოგების და პოლიტიკოსების შეფასებებს.


| Print |