დიალოგი - საგაზაფხულო სამუშაოები და პრობლემები სოფლის მეურნეობაში
სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ფერმერები მიწას ამზადებენ, რომ აგროვადების მიხედვით, ორ კვირაში თესვა დაიწყონ. იმის გამო, რომ გასულ წელს მიღებული მოსავლის რეალიზაცია სრულად ვერ მოხდა, კორონავირუსმა კი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, ფერმერები შიშობენ, რომ მიწის ნაკვეთების დამუშავებას სრულად ვერ შეძლებენ.

გადაცემაში ნახავთ, რას სთავაზობს სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები რთულ მდგომარეობაში მყოფ სოფლის მეურნეობის დარგს და რაზე ჩივიან მესხი ფერმერები.

გადაცემის სტუმრები არიან:
  • ქეთი ჭუმბურიძე - USAID zrda პროექტის ხელმძღვანელი;
  • გურამ ჯინჭველაძე - სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი;
  • მახარე მაცუკატოვი - ა(ა)იპ "ასოციაცია ახალქალაქის კარტოფილის" გამგეობის თავმჯდომარე;
  • ნანა ზუბაშვილი - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის უფროსი.

| Print |