დიალოგი - განათლება ვირტუალურად
სამცხე-ჯავახეთში ათობით სკოლა დისტანციურად სწავლობს. საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში კორონავირუსი მოსწავლეებს, ნაწილში კი მასწავლებლებს დაუდასტურდათ. ვირუსის დაფიქსირების გამო, დაკეტილია 20-მდე საბავშვო ბაღი. ორი წელია, დისტანციურად სწავლობენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილების დროს, როგორ იმოქმედა ორწლიანმა იზოლაციამ მოზარდების ფსიქიკურ მდგომარეობაზე და რა გეგმა აქვს უმაღლეს სასწავლებლებს?

გადაცემის სტუმრები არიან:

მშობლები - ჯუნა ნათენაძე და ბარბარე გალიბინი;
თამარ ჩაფიჩაძე - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
მაკო ყუფარაძე - გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი;
მაკა ბერიძე - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

| Print |