ეს ქვეყანა შენია - რუსული შეთავაზებები რეგიონულ მედიას

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსისა და რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელები გახშირებული სატელეფონო ზარების შესახებ ამახვილებენ ყურადღებას. ნათია კუპრაშვილის თქმით, რეგიონულ მედიაში საგრანტო და კომერციული შეთავაზებები გახშირდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქართულ მედიასაშუალებებს კონკრეტული მომსახურების სანაცვლოდ რუსულ ფულს სთავაზობენ - ამბობს ია ბობოხიძე.

რატომ გაიზარდა რუსული ბიზნესის ინტერესი ქართული მედიის მიმართ, რას სთავაზობენ რეგიონული მედიის ხელმძღვანელებს და რა გზას ირჩევენ მედიამენეჯერები - გადაცემის სტუმრები არიან ნათია კუპრაშვილი და ია ბობოხიძე.
| Print |