დოკუმენტური ფილმი
ბრძოლა საკუთარი და სხვისი შვილებისთვის
მაშინ, როცა საქართველოში აუტისტური სპექტრის, „უცნაური ქცევის“ ბავშვებს „ცუდად აღზრდილს“ უწოდებდნენ და სახლში კეტავდნენ, როცა მის შესახებ ბევრი რამ სპეციალისტებმაც კი არ იცოდნენ, ახალციხეში ახალგაზრდა დედამ აუტისტური სპექტრის მქონე შვილის უფლებებისთვის ბრძოლა დამოუკიდებლად, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, ნულიდან დაიწყო. ელისო თათეშვილმა ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი 2010 წელს დააფუძნა. მას შემდეგ ცენტრის ბენეფიციართა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მომსახურების სპექტრიც ფართოვდება.

„სმენის პრობლემა გვეგონა. ჩემს შვილს სახელს რომ ვეძახდით, არ რეაგირებდა. მივმართეთ სპეციალისტებს და არც ისე სასიამოვნო ფორმით გავიგეთ, რომ ეჭვი იყო აუტისტური სპექტრის აშლილობაზე. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც არ ემორჩილება მშობლის თხოვნას ან გაბრაზებას.…ამიტომ ყოველთვის - სეირნობის, მაღაზიაში შესვლის დროს, ბაღში, სკოლაში, ადამიანებთან მიწევდა ახსნა, რატომ იქცეოდა ჩემი შვილი ასე. იმიტომ კი არა, რომ ცუდად აღზრდილი იყო, იმიტომ, რომ ის სხვანაირად აღიქვამდა ყველაფერს. თავიდან ხდებოდა მშობლების დადანაშაულება, რომ რანაირად გაზრდილი ბავშვია“, - იხსენებს ელისო.

გაუჭირდა კომპეტენტური სპეციალისტის მოძიება, რომელიც ასწავლიდა, როგორ ემართათ სიტუაცია. სკოლებმა და ბაღებმა არ იცოდნენ, როგორ უნდა ემუშავათ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებთან. ელისომ შვილი თერაპიაზე ორი წელი თბილისში ატარა. სახელმწიფო გიორგის და მის მშობლებს ვერაფერს სთავაზობდა, ამიტომ გამოსავალი თავად მოძებნა და მეგობრების დახმარებით დღის ცენტრი ახალციხეშივე ჩამოაყალიბა. ფინანსური მხარდაჭერა კი დონორი ორგანიზაციებისგან მიიღო.

„ჩავარდნილი დღე, ჩემი შვილისთვის არის ერთით ნაკლები უნარი და შესაძლებლობა, იცხოვროს დამოუკიდებლად. ძალიან რთული იყო, მაგრამ ეს მაძლევდა მოტივაციას, რომ არ მინდოდა სხვა მშობლებს ის გაევლოთ, რაც მე გავიარე. ამ დროს მშობლებს არავინ უსმენს. ორიენტირებულები ვართ ბავშვის მდგომარეობაზე და უკან რჩება მშობლის ემოცია. ამიტომ გადავწყვიტე უფრო ორგანიზებული გამხდარიყო, უფრო მეტი ადამიანისთვის მიმემართა“.

გიორგი ახლა 16 წლისაა. ყოველდღიურმა მუშაობამ მისი უნარები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში ყოველ დღე დადის. მის გარდა, ცენტრს თერაპიისთვის სხვადასხვა დარღვევის მქონე 20-მდე ბენეფიციარი სტუმრობს. დაწესებულება რეგიონის მასშტაბით, ბავშვების და მოზარდების მომსახურებას ითვალისწინებს, რომლებსაც გონებრივი შეზღუდვა, მენტალური ან განვითარების პრობლემები აქვთ. ბენეფიციარებთან ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, ადრეული განვითარების სპეციალისტი და ლოგოპედი მუშაობს. მალე ცენტრს სომხურენოვანი თერაპევტი დაემატება.

„ხშირად ისე ხდება, რომ ბავშვებმა არ იციან ქართული, რადგან ოჯახში საუბრობენ სომხურ ენაზე. ამიტომ ჩვენი თერაპევტები იძულებულები იყვნენ მშობლებთან ესწავლათ სომხური სიტყვები, რომ ემუშავათ ბავშვებთან. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს თავისთვის გასაგებ ენაზე ველაპარაკოთ. ისედაც ბარიერია, რომ ეს ბავშვები არ ლაპარაკობენ და მით უმეტეს, როცა არ ესმის ენა. ბავშვისგან წამოსული ერთი ბგერაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მასზე უნდა ავაგოთ სიტყვა, ვასწავლოთ, დავაკავშიროთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თავის ენაზე მიეწოდოს თერაპია“.

ელისო ამბობს, რომ რეგიონში აუტიზმის შესახებ ცნობიერება ნელ-ნელა გაიზარდა. ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს ქუჩაში უფრო ნაკლები ადამიანი აყოლებს თვალს. თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია.

ელისოს აზრით, ერთ-ერთი მთავარ პრობლემად რჩება ის რომ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები საქართველოში შშმ პირებად აღიარებული არ არიან, რაც ოჯახებს არაერთ პრობლემას უქმნის. ვერ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამებით, რომლებიც შშმ პირებისთვისაა გათვალისწინებული, ამიტომ მშობლებს შეღავათების მოსაპოვებლად ბრძოლა უწევთ. მათი არაერთი მცდელობის შედეგია, რომ 2022 წლიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თერაპიის თანადაფინანსება მოიპოვეს იმ პერებისთვის, რომლებსაც სტატუსი არ აქვთ, თუმცა რეაბილიტაცია სჭირდებათ.

„პროგრამები იგეგმება, მაგრამ არ არის მორგებული ჩვენს რეალობაზე. ვფიქრობ, ნაკლები კომუნიკაციის ბრალია. სანამ ჩვენ თვითონ არ მივმართავთ სახელმწიფო სტრუქტურებს, იქამდე არ ხდება გათვალისწინება. ეს არ არის მეწარმეობა, შემოსავლის წყარო, ეს სერვისების შექმნის და მისი გაძლიერების კუთხით მომუშავე ორგანიზაციაა, რომლის მართვაც შეუძლებელია მხოლოდ ქველმოქმედებით“.

აუტისტური სპექტრის ბავშვების მშობლების ბრძოლა გრძელდება. ელისო ამბობს, რომ ნელა, თუმცა წინ მაინც მიიწევენ. არაერთ გამოწვევასთან ერთად, ახლა ერთ-ერთი უმთავრესია, რომ შვილებმა შშმ პირის სტატუსი და შეღავათები მიიღონ.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 23 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 22 °C
img
თბილისი 28 °C
img
აბასთუმანი 17 °C
img
ბაკურიანი 14 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscommariobetparibahisomegle livebahsegelbahsegel