ფარმა–რჩევები
გოგრის სასარგებლო თვისებები

გოგრა ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რადგან აადვილებს "მძიმე" საკვების მონელებას.

ნოყიერი სადილის შემდეგ კარგი იქნება, თუ რამდენიმე ლუკმა გოგრას მიირთმევთ, რაც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და მოგიხსნით დისკომფორტს.

ეს პროდუქტი ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას. გოგრა დაბალკალორიულია, ადვილად გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, ასუფთავებს მას და ხელს უწყობს ზედმეტი წონის კლებას. გოგრის დიეტა საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. ეს ბოსტნეული ორგანიზმს ასუფთავებს შლაკებისგან და ზედმეტი ქოლესტერინისგან. ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებას და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.

გოგრა ორგანიზმში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის შედედების ოპტიმიზებას ახდენს.

შარდმდენი ეფექტის წყალობით (გოგრა 90%-ით წყლისგან შედგება) გოგრა ეხმარება შარდკენჭოვანი დაავადებების, თირკმლის უკმარისობისა და შარდის ბუშტის ანთების დროს. ამისათვის უმჯობესია იგი უმი სახით მივიღოთ.

გოგრას შეუძლია ნერვული სისტემის ნორმალიზება, განწყობის გამოკეთება, დეპრესიის დაძლევა, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი ასევე გვეხმარება უძილობასთან ბრძოლაშიც.



С ვიტამინის არსებობის გამო გოგრა იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს - ადამიანები, რომლებიც მას რეგულარულად მიიღებენ, უკეთ ებრძვიან ვირუსებს და ნაკლებად ავადდებიან სეზონური დაავადებებით.

გოგრა ცნობილია ანთებსაწინააღმდეგო ეფექტით. ამ მიზნით იგი გამოიყენება როგორც საკვებად (ნაწლავში ანთებითი პროცესების ჩასაქრობად) ასევე კანზე დასადებად ჭრილობების, დამწვრობების, მუწუკებისა თუ გამონაყარის დროს. გოგრის რბილობი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რაციონში ხშირად იყენებენ გოგრას, ნაკლებად ავადდებიან ტუბერკულოზითა და ყელის კიბოთი. თუმცა გოგრის ეს კონკრეტული სასარგებლო თვისება მედიკოსების ერთ ნაწილს მაინც საეჭვოდ მიაჩნია.

გოგრას გააჩნია ერთგვარი გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც. მას აქვს უჯრედების განახლების, ძვლის გამაგრებისა და მისი პროდუქტიულობის გაზრდის უნარი.

გოგრის ფაფა კარგია გულძმარვასთან საბრძოლველად. გოგრის რეგულარული გამოყენება ამცირებს კარიესის, ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენის საფრთხეს. ეს ბოსტნეული სისხლში ჰემოგლობინის დონეს მატებს. გოგრა დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე. ვიტამინების არსებობა ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და ზოგადად დადებითად მოქმედებს თვალზე.

| Print |