ფარმა–რჩევები
ქაცვი - თმის ცვენის, კუჭ-ნაწლავის პრობლემებისა და ანთების საწინააღმდეგო მცენარე
ხალხურ და თანამედროვე მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება ნაყოფის როგორც წვენი და რბილობი, ასევე ზეთი. მცენარე აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს ანტიბიოტიკური თვისება. ქაცვი ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.



| Print |