ფარმა–რჩევები
ასკილი - რეკომენდებული ჰიპერტონიკების, სისხლნაკლებობისა და ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის
ასკილი იგივე ველური ვარდი - მცენარე, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება გააჩნია.

იგი პოლივიტამინური მცენარეა, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით.

ასევე, შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს.

ასკილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: სედატიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, შარმდენი და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი თვისებები.

| Print |