ამინდი
ყინვა და დაბალი ტემპერატურა - როდის გამოიდარებს რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,აღმოსავლეთ საქართველოში 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში 0, -5, დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 8 დეკემბერს გამოიდარებს, დღის ტემპერატურა +8 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. რვა დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 ამით კი 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 ღამით კი მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3. ადიგენში დღისით 5, ღამით კი მინუს 8 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 3 და ღამით მინუს 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 და ღამით მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 3, ღამით კი მინუს 10 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 5, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |