ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ისევე როგორც დედაქალაქში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 22-24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

„16-19 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ახალციხეს - 18 აპრილს სინოტიკოსები მუნიციპალიტეტში ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა ღამით 8, ხოლო დღისით 20 გრადუსი იქნება.

19 აპრილს ახალციხეში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი 10 გრადუსიდან 20 გრადუსამდე იმერყევებს.
| Print |