კულინარიული შოუ
ხაჭოს პასქა მარტივად
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტრადიციულ პასქის გარდა, სააღდგომო სუფრაზე ხაჭოს პასქასაც ხშირად შეხვდებით. გთავაზობთ ხაჭოს პასქის უმარტივეს რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ 6% იანი მშრალი ხაჭო
  • 300 გრ 15% იანი არაჟანი
  • 200 გრ კარაქი
  • 150 გრ შაქრის პუდრი
  • 100 გრ შესქელებული რძე
  • ვანილი და ფორთოხლის ცედრა გემოვნებით
  • ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩირეულ-თხილეული, ხილი ან ცუკატები გემოვნებით
მომზადების წესი:
დავაბლენდეროთ ხაჭო და არაჟანი, რომ მივიღოთ კრემისებრი მასა. ცალკე ჯამში გავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და და შაქრის პუდრი. შემდეგ დავამატოთ ვანილი და შესქელებული რძე. ამ ყველაფერს ვთქვეფთ ერთიანი მასის მიღებამდე. კარაქის მასას დავუმატოთ ხაჭოს და არაჟნის მასა და ვთქვიფოთ ნელ ნელა. მიღებულ მასას სურვილისამებრ ვუმატებთ ფორთოხლის ცედრას, ხილს ან ცუკატებს და ჩირეულ-თხილეულს.

საბოლოო მასას ვათავსებთ ფორმაში, სადაც წინასწარ ჩავაფენთ მარლას, რომ მასა დაიწუროს და კარგად გამოშრეს. თავზე ვადებთ სიმძიმეს და ვათავსებთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში.

უკვე მზა პასქას სურვილისამებრ შეგვიძლია მოვასხათ შოკოლადი. მიირთვით გემრიელად!

ასევე ნახეთ:

| Print |