კულინარიული შოუ
ცხელი გლინტვეინი - ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად
ახალი წლის მოახლოება თოვლთან და ყინვიან ამინდთან ასოცირდება. ცივი დღეების გახალისებაში კი ცხელი სასმელები, საახალწლო განათებები, მორთული ნაძვის ხე და ცხელი ღვინის არომატული სურნელი დაგვეხმარება.

გლინტვეინი ღვინისგან მზადდება, ძალიან გემრიელია და თუ ოდნავ გაცივდით, სამკურნალო საშუალებადაც გამოდგება.

ინგრედიენტები:

  • 750 გრ წითელი მშრალი ღვინო
  • 1 ცალი ფორთოხალი
  • 5 ცალი მიხაკის სუნელი
  • 1/4 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
  • 1 ჩხირი დარიჩინი
  • 2-3 ს.კ. შაქარი
მომზადების წესი:

პატარა ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ დარიჩინი, შაქარი, მიხაკი და მუსკატის კაკალი.
დაუმატეთ 1/2 ჩ.ჭ. წყალი, აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
გააჩერეთ 10-15 წუთი და გადაწურეთ.
ფორთოხალი დაჭერით რგოლებად.

გააცხელეთ წითელი ღვინო და ჩაუმატეთ ნახარში. ცოტა ხნის შემდეგ ჩააწყვეთ ფორთოხლის
ნაჭრები.

მიიყვანეთ ადუღებამდე, თუმცა არ აადუღოთ. გადმოდგით, გადაანაწილეთ ჭიქებში და მიირთვით ცხელი.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, გლინტვეინს ასევე დაუმატოთ კარდამონი, დაჭრილი ვაშლი და თაფლი.
| Print |