კულინარიული შოუ
რატომ არ უნდა დალიოთ ყავა უზმოზე
კვლევების მიხედვით, უზმოზე ყავის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, მაგალითად, რეფლუქსი (გულძმარვა ან რაიმე ტიპის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში) ან მისმა მიღებამ შეიძლება იმოქმედოს ჰიდრატაციის დონეზე.

გაღვიძებისთანავე ყავის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის პრობლემები

ყავის უმეტესობაში არსებული მჟავას მაღალი შემცველობის გამო, უმრავლესობაში pH დონე 4.85-დან 5.13-მდეა, უმჯობესია არ დალიოთ ყავა საუზმემდე. ამის ნაცვლად, დიეტოლოგების რჩევით, მიირთვით ფინჯანი ყავა საჭმელთან ერთად, რათა შეამციროთ პოტენციური გავლენა საჭმლის მონელებაზე.

ყავით გამოწვეული კუჭის ტკივილი ყველას არ ემართება. მოუსმინეთ თქვენს სხეულს, რადგან ყველას მგრძნობელობა კოფეინისა და მჟავას მიმართ განსხვავებულია. თუ შეამჩნევთ, რომ უზმოზე ყავის დალევა იწვევს საჭმლის მონელების პრობლემებს, მიიღეთ ყავა საკვებთან ერთად.

საუზმეზე მხოლოდ ყავის დალევა ნამდვილად არ არის სწორი იდეა. ყავა აღიზიანებს კუჭს, ადეკვატური რაოდენობით პროტეინებით სავსე საუზმე ყავის მიღებამდე აუცილებელია.

ყავის უზმოზე დალევამ შეიძლება ხელი შეუწყოს დეჰიდრატაციას

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება თავიდან აიცილოთ ყავის დალევა უზმოზე, არის დეჰიდრატაცია. ამასთან, კოფეინი შარდმდენი საშუალებაა. უმჯობესია დილის წყლით დაწყება.

ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ წყალი ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის ან იმიტომ, რომ ყავა შეიძლება იყოს კუჭისთვის გამაღიზიანებელი, არამედ ის, რომ ძილი თავისთავად არის დეჰიდრატაციული მოვლენა. ასე რომ, როდესაც ვიღვიძებთ, წყალი არის სასმელი, რაც გვჭირდება.

შეიძლება გამოიწვიოს კორტიზოლის დონის აწევა

კოფეინირებული ყავის დალევა იწვევს კორტიზოლის დონის ამაღლებას, რაც ასოცირდება სიფხიზლესთან, მაგრამ ასევე სტრესთან და შფოთვასთან.

უკოფეინო ყავის არჩევა კარგი ვარიანტია, ისევე, როგორც დილის ჯანსაღი სასმელები, რომლებიც ხელს უწყობენ კორტიზოლის მკვეთრი რყევების შემცირებას. თუმცა, ცოტა მოთმინებაც სასარგებლოა, რაც ნიშნავს, რომ დილით ყავის დალევამდე რამდენიმე საათით მოცდა, კორტიზოლის დონეს მნიშვნელოვნად არ დაარღვევეს. კორტიზოლის დონე ჩვეულებრივ ყველაზე მაღალია, როგორც კი იღვიძებთ. მისი დონე პიკს აღწევს გაღვიძებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ.

არ არის საჭირო დილის ყავის მთლიანად ამოღება. მნიშვნელოვანია თანმიმდევრობა. რაც უნდა გააკეთოთ ყავის დალევამდე მოიცავს წყლის დალევას, მოცდას, სანამ კორტიზოლის დონე დარეგულირდება და საუზმეს.
| Print |