ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ამინდის მკვეთრ ცვლილებას ელოდებიან
„19 აპრილამდე ყველაზე ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ - ამის შესახებ მეტეოროლოგი დოდო გვაზავა იუწყება. მთიან რაიონებში, არამდგრადი ამინდები იქნება 15 აპრილის ჩათვლით. 16-დან, აქაც გამოიდარებს და ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, გაძლიერდება ქარი.

11-12 აპრილს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი.

11 და 12 აპრილს ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +15 და +20 გრადუსს, ღამით კი +5 და +7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც წვიმს. დღისით +15 და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 და +8 გრადუსს ვარაუდობენ.

თბილი და უნალექო ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +15 და +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 და +4 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდია ადიგენშიც, დღისით +10 და +16 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +4 და 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +11 და +17 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +2 და მინუს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +8 და +16 გრადუსს, ხოლო ღამით 3 და 0 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +12 და 17 გრადუსია, ხოლო ღამით  +5 გრადუსი იქნება. 11 აპრილს წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +7 და +12 და ღამით +3 და +2 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც თბილი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 და +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 და +12 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილამდე, საქართველოში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.
| Print |