ამინდი
როგორია ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე-ჯავახეთში ხვალ მზიან დღეს პროგნოზირებენ. 26 მაისს ახალციხეში ტემპერატურა მოიმატებს, დღისით 20, ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 18 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 4-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენშიც დღისით 18, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ღამით ყინვას პროგნოზირებენ. ახალქალაქში დღისით 14 და ღამით მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13 და ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი დღეებია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 გრადუსს, ხოლო ღამით 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 13 ღამით კი მინუს 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |