ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 25 ივნისს ახალციხეში დღისით 21, ღამით კი 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 22 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 11-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 10 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 20, ღამით კი 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 23 და ღამით 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 17 და ღამით 8 გრადუსს ვარაუდობენ.

წვიმს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 გრადუსს, ხოლო ღამით 10-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 18 ღამით კი 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |