situs toto slot
მინუს 1 გრადუსი და ტემპერატურის მატება - სამცხე-ჯავახეთის ამინდის პროგნოზი
ამინდი
მინუს 1 გრადუსი და ტემპერატურის მატება - სამცხე-ჯავახეთის ამინდის პროგნოზი
საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 აპრილს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +23 და +26 გრადუსს, ღამით კი +4 და +6 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლული, მაგრამ თბილი ამინდია ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +24 და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 და +11 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი და უნალექო ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +23 და +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 და +7 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდია ადიგენშიც, დღისით +20 და +22 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით 0 და +6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +18 და +21 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით მინუს 1 და +3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +16 და +19 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1 და +2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია ნავარაუდევი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +21 და 24 გრადუსია, ხოლო ღამით +3 და +7 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +15 და +18 და ღამით +6 და 9 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც თბილი ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 და +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 და +13 გრადუსი იქნება.

16 აპრილიდან მთიან რაიონებშიც გამოიდარებს და ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, გაძლიერდება ქარი.
| Print |