საინფორმაციო გამოშვება
გაიგე მეტი COVID19-ზე - სპეციალური რუბრიკა 2608
ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, რეკომენდაციები შეიმუშავა. რა სირთულეები შექმნა კორონავირუსის პანდემიამ სასწავლო დაწესებულებებში და როგორ უმკლავდებიან ახალ რეალობას სტუდენტები და მოსწავლეები - ნახეთ ნათია ლომიძისა და არტურ სარქისიანის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის პრობლემა, განუსაზღვრელი სამუშაო დრო და სახელმწიფოს მხრიდან ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებები - ექსპერტები დისტანციური სწავლების დროს შექმნილ პროვლემებზე საუბრობენ. პანდემიის პირობებში გაწეული ზედმეტი ხარჯებისა და გამოწვევების შესახებ მეცხრე არხს ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ესაუბრა.

| Print |