საინფორმაციო გამოშვება
საინფორმაციო გამოშვება "ექოს" საახალწლო გამოშვება 31.12.2021
  • მესხეთში, ძველად, ყველა ოჯახს საკუთარი ფურნე ჰქონდა. ახლა უბანში ერთი ინთება და რამდენიმე ოჯახი სარგებლობს. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში ფურნე, აუცილებლად ხურდება თვეში ერთხელ და ყველა დღესასწაულის წინ.
  • ჭობარეთში, ჯვარიძეების ოჯახში ახალ წელს მესხური ტრადიციით ითენებენ. ცხვრის ფორმის ნამცხვარი, ქადა, ტენილი ყველი, ტყლაპი, კაკალი, ჰალვა და სანთელი საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. ჯვარიძეებში ოდის გვერდით ფურნე დილიდან აინთო.
  • არუთუნიანების ოჯახში შობა-ახალ წელს შერეული ტრადიციით ხვდებიან. იმის გამო, რომ ოჯახის დიასახლისის დედა ქართველია, სადღესასწაულო სუფრაზე ტოლმასთან ერთად საცივსაც შეხვდებით.


ეს და სხვა საინტერესო ამბები საახალწლო გამოშვებაში.

| Print |