საროს აბალახებული ნასახლარები
სოფელი სარო ასპინძიდან 17 კმ-ში 1480 მეტრზე მდებარეობს.
სოფელი ცნობილია ძვ. წ.აღ-ით მეხუთე-მესამე საუკუნის ციკლოპური ნაგებობებით.
მაღალმთიანი სოფელი სარო თანდათან იცლება.
საროში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს.
საროს დაცარიელების მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა სახელდება.
სოფელში დაუქორწინებელი კაცების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
2014 წლის საქსტატის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 10 ნასოფლარი ფიქსირდება.