პენსიის იმედად დარჩენილი მეშახტე
აბრამ გალუსტიანი 25 წელი შახტაში მუშაობდა. ვალის მესამე შახტაში პირველად 18 წლის ჩავიდა. ვალეში ოთხი შახტა ფუნქციონირებდა. თითო შახტაში 400 კაცი მუშაობდა. ვალელი მეშახტეები კვირაში ერთ დღეს ისვენებდნენ. შესრულებული სამუშაოსთვის დღეში 10 მანეთს უხდიდნენ. 4 სამუშაო ჯგუფი დღეში 8 საათს მუშაობდა. 80 წლის მეშახტე პენსიით ცხოვრობს და აღებული თანხა წამლების საყიდლად არ ჰყოფნის.

| Print |