პრინცესების თეთრი კაბა
საპატარძლო კაბები პირველად ანა კირაკოსიანმა წინაპრებისგან ნასწავლი მეთოდებით შექმნა. ბებიებისა და დედის საუკეთესო ნიმუშები გააერთიანა და თეთრ კაბებს ახალი სიცოცხლე შესძინა.

,,როგორც კი თვალი გავახილე, დავინახე ეს საქმე. როგორ კერავდა დედა, ნაქარგებს როგორ აკეთებდა. იგივეს ვხედავდე ბებიისგან, რომელმაც თავის ბებიისგან ისწავლა. თავიდან ესკიზს ვაკეთებ, თითოეული კაბა თითქოს შედევრია. სანამ ყველა დეტალს შეკრავ, ძალიან რთულია, მაგრამ ამად ღირს, ეს ინდივიდუალური მიდგომაა" - ამბობს ანა.

მოგვიანებით ვარცხნილობის, მაკიაჟისა და საპატარძლო კაბების ქსელი შექმნა და,,ანკა დეკორი“ უწოდა.
მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ პირველად ახალციხეში საპატარძლო კაბების დეფილე გამართა.

,,როგორც ბიზნესი მინდა სინათლეზე გამოვიდე. ვთქვი, რომ ბოლოში უნდა გავიდე. გავაკეთე და მიზანს მივაღწიე. ვფიქრობ, ცუდად არ გამოვიდა. ვინც რა უნდა იფიქროს, იცხოვრეთ თქვენი თავისთვის. ახლა ყველასთვის ძნელია, მაგრამ ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდე, წინ უნდა იარო" - განმარტავს ანა კირაკოსიანი.

ღონისძიებაში სხვადასხვა პროფესიის 25 გოგონა მონაწილეობდა.
დეფილემდე საბავშვო კაბების კოლექცია თბილისის სამოდელო სააგენტოს – „Fashion Studio“–ს ბავშვებმა წარადგინეს.

,,ბავშვები უფრო შთამაგონებენ, ისინი არ ფარავენ ემოციებს, ეს კი ორმაგად სასიამოვნოა. ისინიც ხომ პრინცესები არიან და საკუთარი თავი უნდა წარმოაჩინონ. ყველა ისეთი ბედნიერია, ეს უნდა იგრძნო" - ამბობს ანა.

საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას და კონკურსების ჩატარებას თავადაც აპირებს.



| Print |