მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-26 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სამცხე-ჯავახეთში მაქსიმალური ტემპერატურა +21 გრადუსამდე მიაღწევს.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი +24, +29 გარდუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსამდე გათბება.
თბილისში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.