მესხური ოდიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე
სოფელ უდეში, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებული ობოლაშვილების მესხური ოდა, 2017 წელს ძმებმა მაისურაძეებმა შეიძინეს. მის აღსადგენად კი 15 000 ლარზე მეტი დახარჯეს.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, პავლე და ბექა მაისურაძეები, მესხურ ოდას საკუთარი ხელით უტარებენ რესტავრაციას.

მესხური ოდა მერცხლისებური - ქალაქური სახეობისაა, რომელიც ხუთი ოთახისაგან შედგება.

ოდაში დღემდეა შემორჩენილი 12 ბოძი, რომელიც მზის სხივის დაცემის შემდეგ ზუსტ დროს განსაზღვრავდა.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |