სოფლის ამბები
,,ერთი გლახა ქმარი"
ქეთო ჯანაშვილსა და რუბენ აბრამიანს თანაცხოვრების 18 წელი შეუსრულდათ. ვალელმა ქალმა სომხურ სოფელ წირაში ბინა 54 წლის ასაკში დაიდო.

ქეთო ჯანაშვილს წირაში სომხური ენის და კერძების სწავლა მოუწია. ჯანაშვილის და აბრამიანის ოჯახში სომხურ-ქართული ტრადიციებით ცხოვრობენ.

73 წლის ქეთო 90 წლის რუბენს უვლის, რომელსაც სიარული უჭირს. ქეთო შუა ასაკში, მეორედ გათხოვებას არ ნანობს.
| Print |