სოფლის ამბები
ტრაქტორში გაცვლილი სწავლა
ედგარ ვირაბიანს ტრაქტორის მართვა ბიძამ, 12 წლის ასაკში ასწავლა. მეცხრე კლასში სწავლის შეწყვეტა და მუშაობის დაწყება მოუწია.

15 წლის ბიჭი შემოდგომით ბიძასთან ერთად მთაში მიდის. სათიბებიდან თივას ეზიდება და ქალაქში ყიდის.

ედგარ ვირაბიანი ბაბუასთან ერთად სოფელ ჭაჭარაქში ცხოვრობს. დედა ადრე გარდაეცვალა, მამა კი სამუშაოდ რუსეშია წასული. ედგარის სამომავლო საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდება. ედგარის ბიძა ფიქრობს, რომ ტრაქტორისტობით ბიჭი ქუჩას ჩამოაშორა და შემოსავლის წყარო გაუჩინა.
| Print |