„დაჩაგრული სოფელი ვართ“,- მოსახლეობა დიდი პამაჯიდან
22:55 / 26.10.2019
გადაბმული სოფლების კვალობაზე, დიდი პამაჯი პატარა პამაჯისაგან ინფრასტრუქტურული კუთხით განსხვავდება. სოფელი ახალციხიდან 11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადგილობრივები უყურადღებობის გამო ჩივიან.
დიდი პამაჯის მოსახლეობის თავშეყრის ადგილი სოფლის ცენტრში მაღაზიის წინ გამოდგმული მაგიდა და სკამებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ უამრავი პრობლემის სათავეში უმუშევრობა დგას.
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც პოლონეთიდან ახლახანს ჩამოვიდა, სოფლის „ბირჟაზე“ ჭადრაკის თამაშის დრო შევხვდით. სოფელი უმუშევრობის გამო დატოვა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. არსენ მარქარიანმა თანასოფლელებისგან განსხვავებით რუსეთს პოლონეთი არჩია.
„ სოფელში ელემენტალური პირობები არ გვაქვს. სასმელ წყალს სათლებით ვეზიდებით. ყველა სოფელში ასფალტი დააგეს, მხოლოდ ჩვენ ვიყავით დარჩენილები და ახლა დაიწყეს ამის გაკეთებაც. ისევ მივდივარ, აქ რომ დავრჩე რა გავაკეთო? “,- ამბობს არსენ მარქარიანი.
70 წლის ამბარცუმ ამბარცუმიანი, შემოდგომის თბილ დღეს, საკუთარ ბაღში ყვითლად შეფერილ დიდი ზომის ვაშლებს სათითაოდ კრეფდა და კალათაში აწყობდა. ამბობს, რომ ყველაზე მეტად სარწყავი წლის პრობლემა აწუხებს, რადგან უწყლოობის გამო მოსავალიც ცოტა მოდის.
„მოსავალი მხოლოდ სახლში საჭმელად მომყავს. ვაშლსაც იმდენს არ ისხამს, რომ გავყიდო.ძალიან ძნელია სოფელში ცხოვრება. პირველ რიგში სარწყავი წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს, დანარჩენს ეშველება“.
ამბარცუმ ამბარცუმიანისგან განსხვავებით მარტოხელა პენსიონერი თავს მესაქონლეობით ირჩენს. 80 წლის ტუნარა პეტროსიანი მარტო ცხოვრობს. მისი შვილები და შვილიშვილები საცხოვრებლად რუსეთში დიდი ხნის წინ წავიდნენ.
„სამუშაო აქ არ იყო. უასქმურად ხომ არ იქნებოდნენ, ამიტომ რუსეთში წავიდნენ. მიდიან ახალგაზრდები და სოფელიც იცლება. ხალხი ყოველდღიურად ტოვებს სახლებს. 180 სახლიდან 70 უკვე დაიკეტა“,- გვიყვება ტუნარა. დიდი პამაჯის მოსახლეობა თავს დაჩაგრულად მიიჩნევს, რადგან სოფლიდან საზღარგარეთ წასული ადგილობრივები ,,სოფელს სათანადოდ ვერ პატრონობენ. პატარა პამაჯში კი ბევრი მდიდარი ცხოვრობს. სოფლიდან გარბის ხალხი. ამ ყველაფერს კი არანორმალური საცხოვრებელი პირობები და უმუშევრობა განაპირობებს“,- გვიყვებიან ადგილობრივები.
დიდი პამაჯის მოსახლეობა თავს დავიწყებულად ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიჩნევს. ფიქრობენ, რომ თუ მეზობელი სოფლის მსგავსად დიდ პამაჯს რუსეტში გამდიდრებული ადგილობრივები არ გამოუჩნდებიან, არაფერი გამოვა. სოფლის რწმუნებული „მეცხრე არხთან“ სოფელში სარწყავი წყლის პრობლემას უარყოფს.
„სოფელში სარწყავი წყლის პრობლემა არ დგას. ჩემს საკრებულოში ცენტრალური გზა მოწესრიგებულია. შიდა გზებს ახლა აკეთებენ. შიდა გზები რომელ სოფელშია გაკეთებული რომ დიდ პამაჯში გაკეთებულიყო? სხვა მე რა უნდა გავაკეთო, რომ სოფლიდან არ წავიდნენ. მშიერი ხომ არ დარჩება ხალხი. მიდიან, რომ საჭმელის ფული იშოვონ“,- ამბობს დიდი პამაჯის რწმუნებული. კარლენ კარახანიანის თქმით, სოფელ დიდი პამაჯის პრობლემების გადაჭრა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.