სოფლის ამბები
ბზარები 12 მილიონიან გზაზე
ნინოწმინდის სოფელ ჟდანოვში რვა თვის წინ დასრულებული გზის რეაბილიტაციის გამო ჩივიან.
ცენტრალური საავტომობილო გზის 14.5 კმ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 12 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ გზას ბზარები მალევე გაუჩნდა.

გზის რეაბილიტაცია საგზაო დეპარტამენტის დაკვეთითკონტრაქტორმა კომპანიამ განახორციელა. კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულების ხარისხს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გზაზე დაზიანებები რთულმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.

არადა, ტენდერის მთავარი პირობა მკაცრი კლიმატის გათვალისწინება იყო.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |