Error
  • JFolder::create: Path not in open_basedir paths
  • JFolder::create: Path not in open_basedir paths
  • JFolder::create: Path not in open_basedir paths
  • JFolder::create: Path not in open_basedir paths


სოფლის ამბები
საქართველო ევროპაშია და ჩვენ ისევ წივას ვწვავთ - პატარა სამსარის მოსახლეობა
ახალქალაქიდან, დაახლოებით 20 კმ-ში, სოფელი პატარა სამსარი მდებარეობს. ადგილობრივები მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩივიან. ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. წლები კი წივით გათბობაში გადის.

პატარა სამსარის მოსახლეობას თუ ვკითხავთ სოფლის უმთავრეს პრობლემებზე, ძირითადად ბუნებრივი აირის, სასმელი წყლისა და ნორმალური საავტომობილო გზის უქონლობას დაასახელებენ. სოფელში ამჟამად 77 კომლი ცხოვრობს. ადგილობრივების მტკიცებით, ჯერ კიდევ 2000 წლამდე, სოფელში 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა მძიმე პირობების გამო პატარა სამსარს უმრავლესობა ტოვებს.

,,გაზი მეზობელ სოფლებში - იხტილასა და მერენიაში არის, მაგრამ დიდ და პატარა სამსარში არ გვაქვს. არადა ამ სოფლებს შორის სხვაობა მხოლოდ 6 კმ-ია. წელს კარტოფილიც დაგვისეტყვა, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია, ჩვენ მთის ძირში ვცხოვრობთ, უფრო სწორედ ვარსებობთ, ამას ცხოვრება არ ჰქვია"- ამბობს რომან ავაგიანი.

გზა და გაზი ჩვენ არ გვაქვს, თავს ნაკელით ვირჩენთ, ცივილიზებულად რატომ არ უნდა ვცხოვრობდეთ? - აცხადებენ ადგილობრივები და ხელისუფლების უყურადღებობაზე ჩივიან. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 365 ადამიანი ცხოვრობს. პატარა სამსარი მთა სამსარის დასავლეთით, ზღვის დონიდან 2010 მეტრზე მდებარეობს.

,,21-ე საუკუნეში, ქალაქში 600-700 ლარის გაზით თბებიან, სამსარში, კი სადაც ზამთარი რვა თვე მაინც გრძელდება და ყინვა მინუს 35 გრადუსამდე ეცემა, 2 500 ლარის საწვავი მაინც გვჭირდება გასათბობად. წინსვლა არაფერში გვაქვს, მარტო უფრო უკან მივდივართ. შეხედეთ რა საცოდაობაა. წყალი ძალიან ცოტა გვაქვს, გზა კი საერთოდ არ გაგვაჩნია. ტენდერიც კი არ გამოცხადებულა ამდენი წელია, გზა მაინც რომ შეაკეთონ. გაზზე საუბარიც აღარ ღირს. ხალხი იცინის უკვე ჩვენზე, ,,მაგათ ნაკელი დაწვან, მაინც სამსარელები არიანო" - ამბობს ჰოვჰანეს ხაჩატურიანი.

,,სოფლის უპირველესი პრობლემა გაზია. მთელ ახალქალაქს აქვს ჩვენს გარდა. როცა ჯავახეთში გაზი შემოიყვანეს, მაშინაც ვთხოვეთ, ხელმოწერებიც შევაგროვეთ, მაგრამ ვის ვახსოვართ? მარტო წინასაარჩევნოდ ვახსენდებით. მთავრობა მაშინ მოდის, როცა ჩვენი ხმები ჭირდება, წლებია მხოლოდ გვპირდებიან, მაგრამ გაზი მაინც არავის შემოჰყავს. საქართველოს ევროპაში შესვლა უნდა და ჩვენ ჯერ ისევ წივას ვწვავთ
- წუხს რომან ავაგიანი.



სომხები, ახალქალაქში კარნოს პროვინციიდან 1829-1830 წლებში გადმოსახლდნენ, 1836 წელს სოფელი იხტილა (პატარა სამსარი) დააარსეს. თავდაპირველად სამსარელები, მუდმივ საცხოვრებლად იხტილაში დასახლდნენ, შემდეგ ახლანდელ პატარა სამსარში გადასახლდნენ, რადგან მათ სოფლის სხვა მცხოვრებლებთან საყოფაცხოვრებო პრობლემები შეექმნათ. სწორედ, ამ დროიდან არსებობს პატარა და დიდი სამსარი. თითქმის საუკუნოვან სოფელში კი ამბობენ, რომ სოფელში ვითარება დიდად არ შეცვლილა. მოსახლეობის პრობლემების შესახებ ახალქალაქის მერიაში კარგად იციან, თუმცა ამბობენ, რომ მათ ჯადოსნური ჯოხი არ აქვთ.

,,მარტო პატარა სამსარში კი არა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში არ არის გაზი. ეს ის სოფლებია, სადაც გაზის კომპანიას არ აწყობს ხარჯების გაწევა. ეს არის ძირითადი მიზეზი. სკოლა ორივე სამსარში გავარემონტეთ, გზაც გაკეთდა, რაზეც მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა. სველი წერტილები კეთდება. ახლა დიდ სამსარში ხიდის შეკეთება მიმდინარეობს, რომელიც ძლიერი სეტყვის გამო დაიშალა. 65 სოფელი აქვს ახალქალაქს, აქედან ვცდილობთ თითო პრობლემა მაინც გადავუჭრათ თითო სოფელს. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, ერთი ხელის მოსმით სოფელში ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება - ამბობს ახალქალაქის მერის მოადგილე შალვა ბალახაძე.

სოფელი პატარა სამსარი რეგიონის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, საინტერესო გამოქვაბულებით გამოირჩევა. ერთ-ერთი გამოქვაბულში პატარა ქვაჯვარები, ხატები და “ბიბლიაა” რუსულ ენაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ადგილს “რუსულ ტაძარს” ეძახის და მნახველებს არწმუნებენ, რომ ეს მე-11 საუკუნის ბიზანტიური ნაგებობაა.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 7 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 6 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbet girişsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobethttps://twitter.com/cratossroyalbetgrandpashamobilbahis