ამინდი
ძლიერი ქარი, თოვლი და თოვლჭყაპი - როდის გაუარესდება ამინდი საქართველოში
ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

„ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. თუ დღეს დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ხვალ მკვეთრად დაეცემა ტემპერატურა და მხოლოდ 3-8 გრადუსი იქნება დაბლობში. დასავლეთ საქართველოში უნდა ველოდოთ თოვლს, შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში ქარი გაძლიერდება. თბილისის გარეუბნებშიც, შესაძლოა, 30 მ/წმ-მდე დაფიქსირდეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა და შტორმიც.

8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოშიც მკვეთრად დაიწევს ნიშნული. ასევე, მოსალოდნელია ნალექი - უმეტესად, თოვლის სახით, მათ შორის - თბილისშიც. ხვალ ქარი დასავლეთ საქართველოშიცაა მოსალოდნელი და აღმოსავლეთითაც. ორშაბათს თბილისში ღრუბლიანი, ნისლიანი, ცივი ამინდი იქნება და ნალექს უნდა ველოდეთ თოვლის ან თოვლჭყაპის სახით, თუმცა, ქარი აღარ იქნება“, -
აცხადებს ჰიდრომეტეოლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტა ნიორაძე.

რაც შეეხება ახალციხეს - აქ თოვა რვა მარტიდან დაიწყება. ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა. უამინდობა სამცხე-ჯავახეთში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
| Print |