ამინდი
ფარავნის უღელტეხილზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდვები დაწესდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების - ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
| Print |