სოფლის ამბები
დიდი პამაჯის ,,პატარა" პრობლემები - ფოტორეპორტაჟი
გზის მოასფალტება, სანიაღვრე არხები, სასმელი წყალი, ნაგვის ურნები, გარე განათება - ეს სოფელ დიდი პამაჯის მოსახლეობის პრობლემათ მხოლოდ ნაწილია. ადგილობრივები რთული გამოწვევის წინაშე დგანან - მათ ბევრი პრობლემიდან ერთი უნდა დაასახელონ, თან ისეთი რომლის მოგვარებასაც ბიუჯეტის თანხა გაწვდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელ პროექტებზე მსჯელობენ. ადგილობრივები ცდილობენ ბევრიდან მხოლოდ ერთ პრობლემაზე შეთანხმდნენ და ხელისუფლებას შეთანხმებული პრობლემის მოგვარება მოსთხოვონ.
მუნიციპალიტეტის 46 დასახლებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი ლარია გამოყოფილი. ამას ემატება ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება. პროექტი სოფლის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს.
ახალციხის სოფელ დიდ პამაჯს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 16 000 ლარი შეხვდა, დამატებით, დაახლოებით, 30 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მცირე ბიუჯეტი მხოლოდ ერთი პროგრამის დაფინანსების საშუალებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა.
მოსახლეობას ერთ საკითხზე შეთანხმება უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ
დიდი პამაჯი ახალციხიდან 11 კმ-ითაა დაშორებული, სოფელში მაინც ბევრი პრობლემაა.
დიდი პამაჯი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს. ბოლო, 2014 წლის აღწერის მიხედვით სოფელში 405 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მათი უმრავლესობა სეზონურ სამუშაოებზე რუსეთშია წასული. 
| Print |