ლოკაციები
"შოთაობის" დღესასწაულზე "საპატიო ასპინძელები" გამოავლინეს
"შოთაობის" სახალხო დღესასწაულზე "საპატიო ასპინძელები" გამოავლინეს. წელს ეს წოდება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ, დაბაში მცხოვრებმა თამარ ყიფიანმა და სოფელ რუსთავის მკვიდრმა დევანოზ ინასარიძემ მიიღეს. "საპატიო ასპინძელები" სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველძემ დააჯილდოვეს.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტს ჩემი პირადი დაფასებისთვის და "საპატიო ასპინძელის" წოდების მონიჭებისთვის", რასაც მე ძალიან ვაფასებ", - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
დღესასწაული ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში იზეიმეს, სადაც ადგილობრივი წარმოების პროდუქტების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

"შოთაობა" სოფელ რუსთავში ყოველწლიურად საზეიმო აღინიშნება.
| Print |