მულტიმედია
რამდენად იცნობთ ჯავახურ დიალექტს? (პასუხები)
1. რას ნიშნავს ,,ჯანზე უკიდია ხელი" ?

„ვისაც ჯანზე უკიდია ხელი, იმას რა უშამს, ჩამნაირ დავარდნილმა იჩივლოს თორე...“ – ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე.

2. რას ნიშნავს ჭიპჭიპი?

სითხეში ტივტივის მსგავსი, უფრო მეტად საჭმელს ბევრი ერბო რომ აქვს, მაშინ იტყვიან: ერბოში ჭიპჭიპემსო, ან ერბო ჭიპჭიპემსო. ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე

3. რა შემთხვევაში ამბობენ კორიკობს?

რაც კორიკობს. ცხენზეც იტყვიან, რომელმაც უცბათ წინ წაქანება იცის. „კორიკა ცხენია, გაუფრთხილდი გზაში, არ გადმოგაგდოს“. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე

4. რას უწოდებენ კოჩოს?

მცირე ჯირკს. დაკოჩოვება. ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე

5. რას ნიშნავს შეხიჭული?

ზედაპირული მოყინვა. შეხიჭული – ზევიდან მოყინული.

6. ვინ არის ალიქალი?

წყლი ქალი, წყალში ცხოვრობს, ხშირად ნაპირზეც გამოდის. ალი — ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალიქალი, ამასთანავე ციგანი ქალი. ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე;

7. ვის უწოდებენ ჯავახულას?

ჯავახეთიდან სხვა მხარეში გათხოვილი ქალი. „საკირეში რამთენია გათხოვილი ჯავახულა, იცი?!“ – ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე.

8. რას ნიშნავს ძრიენ?

ძლიერ, ძალიან. ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე

9. რას უწოდებენ წაკულაკს?

მკვახე, დაუმწიფებელი ხილი. „წაკულაკ რო ჭამ, ბიჭო, მუცელ არ გატკენს?!“ ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე

10. რას ნიშნავს ჰაფეიჯა?

საკმაო, საკმარისად. „ქორწილში ჰაფეიჯა ხალხი იყო მოსული.“ ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე.

იხილეთ ქვიზი: რამდენად იცნობთ ჯავახურ დიალექტს? (ქვიზი)
| Print |