პოლიტიკა
რუსეთის ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველს თხოვნით მიმართავს
რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველო სახალხო დამცველს ნინო ლომჯარია სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთისმოქალაქეების უფლებების დაცვაში. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. მოსკალოკოვას განცხადებით, „რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს თავს ნაციონალისტები დაესხნენ და რუსი ტურისტები იძულებულნი იყვნენ, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. მისივე თქმით, დაირღვა რუსეთის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის სერგეი გავრილოვის უფლებები მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

| Print |