მულტიმედია
რა იცით თუთის სასარგებლო თვისებების შესახებ? (პასუხები)
1. რა არ მზადდება თუთისგან? - თუთისგან არ მზადდება მჟავე.

2. როდის იწყება თუთის დარხევის სეზონი? – ასპინძაში, ივნისის ბოლოდან თუთა მწიფდება და ადგილობრივები აგვისტომდე მისი ნაწარმის მომზადებით არიან დაკავებულნი.

3. საიდან გავრცელდა თუთა საქართველოში? – საქართველოში თუთა ირანიდან და ავღანეთიდან შემოვიდა. ფართო გავრცელება კი სამცხეში ჰპოვა.

4. რის სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი? – თუთა განსაკუთრებით სასარგებლოა თუ უზმოზე მიირთმევთ, რადგან ის სისხლს წმენდს. თუთის ხმელს კი ხველების საწინააღმდეგოდ ვიყენებთ, მასზე მდუღარე წყალს ვასხამთ და ნაყენის სახით მივირთმევთ“.

5. სხვაგვარად რას ეძახიან ბაქმაზს? – ბაქმაზს შავ თაფლსაც ეძახიან.

6. რაზე ასხამენ ფაფას ტყლაპის მოსამზადებლად? – ფაფა ცხელი უნდა დაისხას სქელი ჩითის ნაჭრებზე, რომელსაც ადგილობრივები ,,ამერიკას" ეძახიან.

7. რის სამკურნალოდ იყენებენ თუთის ტყლაპს? – თუთის ტყლაპს ბრონხიალური ასთმით დაავადებულები მიირთმევენ და შეტევა ეხსნებათ.

8. რას მკურნალობენ თუთის არყით? – თუთის არაყი კარგია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. უზმოზე 1სადილის კოვზი 1 ინსულინის დოზას უდრის.

9. სამცხე-ჯავახეთის ძირითადად რომელ სოფლებშია გავრცელებული თუთა? – თუთა გავრცელებულია ძირითადად ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიჯგორი, სარო, ხერთვისი და ტოლოში.

10. რის სამკურნალოდ იყენებენ ბაქმაზს? – ბაქმაზი სასარგებლოა ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს, წმენდს ნაღველს სილისგან. სასარგებლოა ასევე ღვიძლით და C ჰეპატიტით დაავადებულთათვის.

ასევე, დაგაინტერესებთ: რა იცით თუთის სასარგებლო თვისებების შესახებ? (ქვიზი)
| Print |