მულტიმედია
ეროვნული მემკვიდრეობა, რომელიც გადარჩენას საჭიროებს (ფოტორეპორტაჟი)
ასპინძის სოფლებში წინაპართა მიერ დატოვებული ოდა-სახლები, ხელნაკეთი ნივთები, მიტოვებული დარბაზები და ქვის ნაკეთობები დღითიდღე ნადგურდება.

მესხური ფურნე, სადაც ოჯახისთვის სომინის პურები და ქადა-ხაჭაპურები ცხვებოდა.

მათ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს, ნაწილი კი უსტატუსოდ იშლება.

დანგრეული ოდა თავისი სათავსოებით, რომელიც საცხოვრებელთან ერთად მარანს და საქონლის სადგომს მოიცავდა.

მიტოვებული და დაკეტილი მიწური, სადაც ოდის გარდა თითქმის ყველა სათავსო დანგრეულია.

ჩამოშლილი ოდები, რომელიც წინაპართა მიერ ისე იგებოდა, რომ მაქსიმალურად ხდებოდა ენერგოეფექტური სტანდარტების დაცვა და ბუნებრივად მიღებული სითბოსა და სინათლის გამოყენება.

საროს ისტორია 3500 წელს ითვლის. ერდო - ადგილი სახურავზე, საიდანაც ოდაში სითბო და სინათლე შემოდიოდა.

მესხური დარბაზები, რომელიც მხოლოდ სამცხე–ჯავახეთისთვის არის დამახასიათებელი, ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილია.

მესხეთში, მიწური სახლები კლიმატურ პირობებს იყო მორგებული. ამ კუთხის კიდევ ერთი პრობლემა, ალპურ ზონაში საშეშე მერქნის მოპოვება იყო. ამიტომ ადგილობრივები საწვავად წივას – გამომშრალ ნაკელს იყენებდნენ.

ფოტოების ნაწილი ეკუთვნის ივანე გოლიაძეს.
| Print |