მულტიმედია
კვლევა: ვინც ბევრს ფიქრობს ადრე კვდება
ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ გონებრივი აქტივობა დადებითად მოქმედებდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, საპირისპირო შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Focus-ი ავრცელებს. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

შედეგების მიხედვით, ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმცირდება. "მაშინ, როცა ძლიერი ნერვული აქტივობა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, სუსტი ნეირონული მოქმედება სავარაუდოდ, ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას", - წერია კვლევაში. მეცნიერების აზრით, ეს დაკავშირებულია ცილასთან, რომელსაც REST-ი ჰქვია.

მეცნიერებმა შეისწავლეს 60-დან 100 წლამდე, გარდაცვლილი ადამიანების ტვინები და დაადგინეს: ტვინში ცილა REST-ის დაბალი კონცენტრაცია ნაადრევ სიკვდილს იწვევს. თუ ეს ცილა დიდი კონცენტრაციით არის, სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება.

ადამიანებს, რომლებმაც 100 წლამდე იცოცხლეს, ტვინში გაცილებით მეტი რაოდენობით ჰქონდათ ცილა REST-ი, ვიდრე, მათ ვინც 60-70 წელი იცოცხლა.

ამ შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები უკვე ფიქრობენ, არის თუ არა შესაძლებელი ისეთ მედიკამენტის შექმნა, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმარება. 

ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge აქვეყნებს.
Facebook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.