მულტიმედია
თექა - მონასტრებში აღდგენილი ტრადიცია
ჩანთები, შარფები, საახალწლო სათამაშოები - ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ნივთების, რომელსაც საროს დედათა მონასტრის წევრები თექისგან ამზადებენ. თექა ქსოვილის შექმნის და დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მეთოდია და ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ისტორიკოსები გვაწვდიან ცნობებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო მეცხოველეობა იყო არსებული მატყლის ქსოვილის, კერძოდ თექის, კულტურულ ტრადიციებზე, სამოსის, ხალიჩების და ფარდაგების მრავალფეროვნებაზე.

საქართველომ როგორც უძველესი ცივილიზაციის კერამ შემოინახა და გადასცა მომავალ თაობას უძველესი კულტურის ნაშთები, რომელიც ადასტურებს მის მჭიდრო კავშირს ახლო -აღმოსავლეთის და შუმერულ-ბაბილონურ ცივილიზაციებთან.

თექის და მატყლის დამუშავება ხალხური ხელსაქმის საოჯახო ტრადიციას და ყოფას ასახავდა, გადაეცემოდა თაობიდან თაობაზე. მატყლის დამუშავების ხერხები, მისი ღებვა, ჩეჩვა, რთვა ოჯახში ყველა ქალს უნდა სცოდნოდა. საოჯახო რეწვის ინსტიტუტი ისე იყო აწყობილი რომ შრომა ყველა ოჯახის წევრზე თანაბრად ნაწილდებოდა. მისი სწავლა ოჯახებში ადრეული ასაკიდან იწყებობა.

მატყლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ლანოლინს, რომელიც იცავს მას გარე დაბინძურებისაგან. ცნობილია მისი დადებითი გავლენა რევმატიზმის, ართრიტის, ისშიაზის, წელისა და ხერხემლის ტკივილის დროს, ჰაიმორიტისა და ლიმფოდენიტის მკურნალობის დროს. ახასიათებს კარგი აერგამტარობა და კონფორტის გრძნობა. ანეიტრალებს ადამიანის ორგანიზმიდან გამომავალ ტოქსიკურ ნივთიერებებს და იცავს ელექტრომაგნიტური ველისაგან.

ყველაზე მარგებელი თვისებებით შეუღებავი მატყლისგან შექმნილი თექის ქსოვილი გამოირჩევა. თექა-ეს არის მოთელილი და დამუშავებული მატყლის საფენი ქეჩა. მას ძირითდად ამზადებენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში.

თექის დამზადების პროცესი ძალზედ საინტერესოა და შრომატევადი. თექისგან შექმნილი სამოსის ან აქსესუარის მოვლა ადვილია. ის ჩვეულებრივად, გრილ წყალში ხელით ირეცხება.

თექისგან შექმნილი აქსესუარებიდან მეტად პოპულარულია შარფები, ჩანთები, სუვენირები. მშრალი მეთოდით კეთდება სათამაშოები, სუვენირები, მძივები. დამუშავება ხდება სპეციალური ნემსით.

თექის მომზადება ორნაირად ხდება. პირდაპირ მატყლითა და ტულის გამოყენებით. ეს უნივერსალური მასალა თექაა. მისი თავდაპირველი სახე მატყლია. მოთელვის შემდეგ იქცევა თექად.

თექად რომელსაც შეუძლია გახდეს, სამოსი: ქუდი, შარფი, პალტო, ჟილეტი, ფეხსაცმელი, ქამარი. ან იყოს მხოლოდ ფონი, დეკორაცია, ნაკეთობის დეტალი. იყოს ნაბადი, ტომარა, ხალიჩა, ცხენის აღკაზმულობა.
| Print |