მულტიმედია
საახალწლოდ მორთული ახალციხე (ფოტორეპორტაჟი)
ახალციხეში მთავარი ნაძვის ხე, 25 დეკემბერს, ზუსტად 19:00 სთ-ზე აინთო. 

ნაძვის ხის სათამაშოების შეძენისა და შემდეგ მორთვისთვის ახალციხის მერიამ 11 899 ლარი დახარჯა.

100 ცალი ნაძვის ხის მოსართავი შინდისფერი ბურთი, 180 ცალი ვერცხლისფერი და 70 ცალი ოქროსფერი - ეს ნაძვის ხის ატრიბუტია.

ფერადი ბურთების გარდა, ნაძვის ხე 350 ოქროსფერი და 150 ვერცხლისფერი ბაფთით მოირთო



საახალწლო ღონსძიებები გეგმის მიხედვით 1-ლ იანვრამდე გაგრძელდება.

31 დეკემბრამდე ახალციხის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდა მომღერლებისა და ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტები ჩატარდება. 

16 მეტრიანი ნაძვის ხე მესხეთის დრამატული თეატრის წინ ანთია.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს საახალწლო ნაძვის ხე, მორთულობითა და ღონისძიებებით ჯამში 60 ათას ლარამდე დაუჯდა.
| Print |