საზოგადოება
ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში
ახალციხის ბევრ ქუჩას ძველებური სახლები ამშვენებს. ასპინძის ქუჩა, კოსტავა, რუსთაველი ეს ის ქუჩების მცირე ჩამონათვალია, სადაც შეხვდებით ძველ ორსაუკუნოვან სახლებს.

ახალციხის განაშენიანებამდე ძველი ქართული სოფლები იყო. ქალაქური ცხოვრება 1830 წლიდან დაიწყო, რა დროსაც 29 ქუჩისა და 308 სახლის მშენებლობა დაიგეგმა.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქალაქის ერთ–ერთი გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობა ორბელიანების სახლია, რომელიც 1829–1833 წლებში აშენდა. 1913 წლიდან აქ ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ საქმიანობდა და წლების მანძილზე ინტელექტუალების თავშეყრის ადგილიც იყო .
ფარნავაზ მეფის ქუჩა რაბათში, ათონელის N14-ში მდებარე ქუჩაზე 1871 წელს აშენებული ორსართულიანი შენობა ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონეა.
რაბათის უბანში, არის ებრაელების გაშენებული სახლი, თავის გერბით, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის, სახლი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება.
კოსტავას ქუჩაზე მდებარე პირველი ორსართულიანი სახლი დაახლოებით ორ საუკუნეს ითვლის. დღეისათვის შენობა სავალალო მდგომარეობაშია.

სავალალო მდგომარეობაშია ასევე პეტრე იბერის N17-ში მდებარე უძველესი შენობა, რომლებსაც ადგილობრივები „ბეგიბაღჩას“ უწოდებდნენ. აქ ბოლო წლების განმავლობაში სკოლა ფუნქციონირებდა, ახლა კი თავს უკანონოდ შესახლებული ვეტერანები აფარებენ.

სკოლა-პანსიონი 1755 წელს ახმედ ფაშა ჯაყელმა ფრანგი არქიტექტორის დიზაინით ააგო. აქ ცხოვრობდნენ ჯაყელები თუმცა 1928 წელს შენობა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარად გადაკეთდა.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელიც ორ საუკუნეს ითვლის, კომუნისტების მოსვლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ევროპული სახლი.
ახლანდელი სამუსიკო სკოლა დაახლოებით ორ საუკუნეს ითვლის. დღეისათვის შენობა სავალალო მდგომარეობაშია.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |