საზოგადოება
დაზიანებული ინფრასტრუქტურა ახალციხეში
დაზიანებული გზები, სანიაღვრე არხები, შელახული მოსაცდელები, წარწერები სკოლის კედლებზე - ახალციხის ცენტრალური ნაწილისგან განსხვავებით, ქალაქის გარეუბნებში მდგომარეობა წლების განმავლობაში უცვლელია.
ახალციხის ზოგიერთ უბანში დაზიანებულია გზები, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც მძღოლებს, ასევე, ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას.
მოსაცდელები, რომლებიც მოსახლეობისთვის წლების წინ დამონტაჟდა, შელახული და დანაგვიანებულია.
დაზიანებულია სანიაღვრე არხების ზედაპირებიც, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ერთ-ერთი სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კედლები მთლიანად წარწერებითაა დაფარული. დაზიანებულია ნახატებიც.
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე არსებული საგზაო ნიშანი დანიშნულებას ვეღარ ასრულებს. 
ახალციხეში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა წესრიგდება მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილი. გარეუბნებში ინფრასტრუქტურას შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა.

| Print |