მულტიმედია
ქალი, რომელმაც წარსული ერთ ოთახში ჩაატია
სტალინის ხელმოწერით 1940 წელს გაცემული მოწმობა, გერმანიიდან ჩამოტანილი სამხედრო ტელეფონი, 1896 წლით დათარიღებული ხელჩანთა, ნახშირის უთო, წყალთბილის პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი - ამ და კიდევ ბევრი საინტერესო ისტორიის მქონე ნივთის ნახვა ლიდია პოღოსიანის ოჯახში შეგიძლიათ
წყალთბილაში მცხოვრებმა 67 წლის ქალმა უძველესი და ტრადიციული ნივთების შეგროვება რვა წლის წინ დაიწყო. ერთ ოთახში თავმოყრილ ყველა ნივთს აქ თავისი ისტორია აქვს. ლიდია პოღოსიანი ერთნაირი ემოციით ჰყვება იმ დროზე, როცა ყავას ოჯახებში ფქვავდნენ და ტანსაცმელს ნახშირის უთოთი აწესრიგებდნენ.
ლიდიას ნივთებში, ტანკიდან ამოღებული ტელეფონიც ინახება. კოლექციონერი ირწმუნება, რომ სამხედრო ტელეფონი გენერალმა გერმანიიდან ჩამოიტანა. წყალთბილაში კი მაშინ მოხვდა, როდესაც სამხედრო პირი ახალციხეში მიავლინეს. გენერალი რუსეთში გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ლიდიას კოლექციას მეორე მსოფლიო ომიდან ჩამოტანილი კიდევ ერთი ნივთი შემატა.
ნივთებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი 1954 წელს გამოშვებულ ტელევიზორს უკავია, რომელიც პირველი ტექნიკა იყო ამ სოფელში. 1923 წელს დაბადებულმა მელიქ პაპამ ნივთი ლიდიას მას შემდეგ გადასცა, როდესაც მისი გატაცების შესახებ შეიტყო.
პოღოსიანების ოჯახში, სოფლის მეურნეობის სფეროში საკავშირო გამოფენაზე მონაწილეობისთვის, 1940 წელს, საბჭოთა ბელადის ხელმოწერით გაცემული მოწმობაც ინახება. მოწმობა სოფელ წინუბნის მკვიდრს მიკირტჩ ოგანესიანს ეკუთვნის.
აქვეა საბეჭდი მანქანაც, რომელიც ლიდიასთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ნივთია, როგორც ახლა მისი დღიური, რომელსაც ყველა სტუმარს აჩვენებს და შთაბეჭდილების გაზიარებას თხოვს.
ბებიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც ლიდიას სამუზეუმო ოთახს ამშვენებს - საჩეჩელია. მატყლის საჩეჩი ხელსაწყო, ლითონის კბილებით - მთელი ზამთრის განმავლობაში დიასახლისებისთვის დაუსრულებელ შრომას ნიშნავდა. სანაცვლოდ ბებიებმა იცოდნენ, რომ მათი ოჯახი თბილად იქნებოდა.
საჩეჩელთან ერთად ერთ ოთახში ბევრი ისეთი ნივთიც მოიპოვება, რომლითაც სოფლის მეურნეობაში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე სარგებლობდნენ. ურმის თვალი, ფიწალი, საცერი - პატარა კედელი კიდევ ბევრ ისტორიას იტევს.
უშუქობა, უგაზობა, "გრელკა" და მსგავსი ნივთები ის ისტორიაა, რომელიც ქვეყანას 90-იანებიდან შემორჩა და ისტორიის წარუშლელი ნაწილია. ფოტოებზე ასახულია ის, რაც ყველას ოჯახში მოიპოვებოდა და პოღოსიანების ოჯახში ახლაც შენახულია.
ლიდია პოღოსიანმა ნივთების შეგროვება როგორც კი დაიწყო, დახმარების მსურველები მაშინვე გამოჩნდნენ. მისმა თანასოფლელებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა ყველა ის ნივთი მიაწოდეს, რომელიც გარკვეულ მოვლენასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ამ ტრადიციულ ნივთებს მის ოთახში საკუთარი ადგილი და ისტორია აქვს.
წყალთბილის მკვიდრი ლიდია პოღოსიანი ოთხ ათეულ წელზე მეტია სოფელში ცხოვრობს. საკუთარ თავზე ამბობს, რომ უყვარს ხელსაქმე და ოჯახში ფუსფუსი - მასპინძლობს ადამიანებს და აგროვებს საინტერესო ნივთებს. იმედოვნებს, რომ მუზეუმად ქცეულ სახლში საკუთარ ისტორიას, კიდევ ბევრი ახალი ნივთი მოყვება.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 Girişcasibom girişcasibom girişEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobetholiganbet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscom