COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4696 -მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ერთი ახალი შემთხვევა ადიგენში გამოვლინდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 4 პირი. კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 15 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 4 613-მდე.

თვითიზოლაციაში იმყოფება 73 პირი, აქედან 5 ადიგენში, 4 ასპინძაში, 1 ახალციხეში, 4 ახალქალაქში და 59 ბორჯომში.

რეგიონში ვირუსის დიაგნოზით 47 პირია გარდაცვლილი.

| Print |