ეკონომიკა
სათამაშო ბიზნესის შემოსავლიანი პანდემია
2020 წელი, როცა საქართველოში სამორინეები და ტოტალიზატორები კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი იყო, მსხვილი ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ფინანსურად ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. სამაგიეროდ დაზარალდნენ ისინი, ვისაც არ ჰქონდა ვირტუალური სათამაშო პლატფორმა. დანაკლისი განიცადა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებმაც, სადაც კაზინოები და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტები, მოსაკრებლის სახით, მილიონობით ლარს იხდიდნენ.

სათამაშო ბიზნესი ერთ–ერთი ყველაზე მზარდი და წარმატებული სფეროა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ სექტორში 2020 წლის ფინანსური ბრუნვის შესახებ ოფიციალური მონაცემები საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია, სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემია მასზე უარყოფითად ვერ იმოქმედებდა. ამაზე მეტყველებს ონლაინ სამორინეების მოგების რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში მსხვილი სამორინეების უმეტესობა აერთიანებს როგორც ე.წ. მიწის, ისე ონლაინ კაზინოებს.

ბიზნესის ზრდის ფონზე, იმატებს საზოგადოების უკმაყოფილება აზარტული თამაშების გავლენასთან დაკავშირებით. ბოლო წლების განმავლობაში, აზარტული თამაშების რეგულირების, აკრძალვის, რეკლამის აკრძალვისა თუ სხვა მოთხოვნებით არაერთი აქცია გაიმართა. შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

რა გავლენა იქონია პანდემიამ სათამაშო ბიზნესზე, რატომაა საზოგადოების ნაწილი აზარტული თამაშების წინააღმდეგი, რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის სექტორის ამ ტემპით განვითარებას და რატომ მიიჩნევენ დარგის ექსპერტები სათამაშო ბიზნესს ეკონიმიკის ე.წ. “შავ ხვრელად”? “მეცხრე არხი” ამ საკითხებით დაინტერესდა.

მოთამაშეები თამაშის წინააღმდეგ

რამდენიმე “დატრიალებაში” განიავებული ხელფასი, დალომბარდებული ტექნიკა, ნათესავებისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისგან აღებული ვალი, – ამგვარი ისტორიები, ალბათ, ბევრ ჩვენგანს მოუსმენია. მედიის არქივში მრავლადაა უფრო მძიმე შემთხვევებიც, რაც ლუდომანიას, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირდება.

„აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით...“ – ეს წერილი 23 წლის ბათუმელ ახალგაზრდას ეკუთვნის, რომელსაც 2019 წლის ნოემბერში ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილს მიაგნეს.

კიდევ ერთი გახმაურებული ისტორია უკავშირდება ახალგაზრდა კაცს, რომელიც გასული წლის ნოემბერში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მისი სამი მთავარი მოთხოვნიდან ერთ–ერთი სწორედ აზარტული თამაშების აკრძალვა იყო.

როგორ ებრძვიან მოთამაშეები დამოკიდებულებას?

ლუდომანია კვალიფიცირდება როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა - დამოკიდებულებითი აშლილობა. ამის გამო, არაერთ ქვეყანაში აზარტული თამაშები სრულად, ან ნაწილობრივ აკრძალულია. საქართველოში არც სამედიცინო და არც საკანონმდებლო დონეზე ლუდომანია პრობლემად არ განიხილება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას სერიოზულად არ უყურებს ბევრი მოთამაშეც. თუმცა, არიან ისეთები, ვინც საკუთარ ჩვევას არაერთი ხერხით ებრძვის, ხშირად უშედეგოდ.

,,ექვსი დღეა გასული და ასე მგონია, სამი თვეა არ მითამაშია. როცა დიდი ხანი თამაშობ და მერე უცბად ეშვები, დრო სხვანაირად მოძრაობს”, – ამბობს გიორგი (სახელი შეცვლილია) და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

ონლაინ კაზონოში თამაში გიორგიმ გართობის მიზნით, დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. თავიდან ბევრსაც იგებდა, თუმცა დროთა განმავლობაში “წარმატებული “სპინები” უფრო და უფრო იკლებდა”.

,,ხან ჯეკპოტს ელოდები, ხან ბონუსს, რომელიც ნანახი გაქვს, როგორ მოიგო რომელიმე იუთუბერმა, ან შენ ოდესღაც და გინდა, რომ განმეორდეს ისევ ეს შეგრძნება. მაგიტომ წაგებულ ფულსაც აღარ აქცევ მერე ყურადღებას, სანამ იმ დონემდე არ მიხვალ, რომ რაღაც ან ვიღაც ღირებულს დაკარგავ”.

დამოკიდებულებასთან საბრძოლველად გიორგიმ ბევრი მეთოდი გამოიყენა და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია. თუმცა, სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად მოთამაშეები ძველ ჩვევას უბრუნდებიან.

,,რეკლამებს ვაჰაიდებ (ვმალავ), იუთუბერების ვიდეობსაც, რომლებიც თავიანთ თამაშებს სთრიმავენ (ონლაინ რთავენ) მაგრამ ალგორითმი (სოციალური ქსელის) ეგეთია, ერთხელ თუ შემთხვევით შეგხვდა და უყურე, მერე სულ მაგას გიყრის. ფილმის ყურება გინდა და ყველა საიტზე მაგის რეკლამაა, ყველა გზა თითქოს მაქეთ მიდის და ამ ჭიდილში დროც ნელა იმიტომ გადის, ალბათ”, – ამბობს გიორგი.

გიორგის და სხვა მოთამაშეების ისტორიები გვაჩვენებს, რომ გართობის მიზნით შექმნილი ინდუსტრია, ხშირად, ბევრი ოჯახისთვის ფინანსური, მენტალური, თუ სხვა უფრო მძიმე პრობლემების საფუძველი ხდება. საქართველოში უახლესი კვლევა მოთამაშეების რაოდენობის შესახებ, არ არსებობს, თუმცა ონლაინ ბიზნესის მოგება, REPORTAL.GE-ზე ატვირთული ანგარიშების მიხედვით, 2020 წელს რეკორდულადაა გაზრდილი. პარალელურად შემცირდა სათამაშო ბიზნესის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხის ოდენობა, რაც გასულ წელს ე.წ მიწის სამორინეების დაკეტვით იყო გამოწვეული.

ვინ უფრო დააზარალა “ლოქდაუნმა” – ბიუჯეტი, მოთამაშეები თუ ბიზნესი?

სათამაშო ბიზნესი საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ერთ–ერთი მთავარი გადამხდელია. სექტორის ბრუნვა ყოველწლიურად მზარდია. გამონაკლისი არც პანდემიის გამო “ჩაკეტილი” 2020 წელი ყოფილა. მართალია, ერთი წლის განმავლობაში სამორინეები დაკეტილი იყო, თუმცა ონლაინ კაზინოების რეკორდულად გაზრდილი მოგება იმის მაჩვენებელია, რომ ამას ქვეყანაში მოთამაშეების რაოდენობა არ შეუმცირებია და სათამაშო ბიზნესის საერთო ბრუნვაზე გავლენა არ მოუხდენია.

დღევანდელი კანონმდებლობით, სათამაშო ბიზნესსუბიექტები ბიუჯეტში მოგების გადასახადის გარდა, ყოველკვარტალურ მოსაკრებელს უხდიან იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მათი მიწის სამორინეებია განლაგებული. მაგალითისთვის, სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა სახის აზარტული თამაშის სივრცეები სამ მუნიციპალიტეტში: ბორჯომში, ახალციხესა და ახალქალაქშია. ისინი ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გადამხდელები არიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, პანდემიის შემდეგ მუშაობა არცერთ სათამაშო სივრცეში არ განახლებულა. მერიის ინფორმაციით, ამ სექტორის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილი თანხები ასე ნაწილდება:

2016 წელს – 235 483 ლარი;
2017 წელს - 239 010 ლარი;
2018 წელს - 161 000 ლარი;
2019 წელს - 128 027 ლარი.


უწყების ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში, მას შემდეგ, რაც ჩაკეტილობის გამო ბიზნესი მოსაკრებლის გადასახადისგან გაათავისუფლეს, ბიუჯეტში თანხები აღარ შესულა. მკაცრი ,,ლოქდაუნის” შემდეგ კი, არცერთი სათამაშო სივრცის მეპატრონემ ობიექტის გახსნა აღარ ისურვა.

სათამაშო ბიზნესის ჩაკეტვით მნიშვნელოვანი შემოსავალი დაკარგა ახალქალაქის მუნიციპალიტეტმაც. პანდემიის დაწყებამდე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იქ რვა ბიზნეს სუბიექტი იხდიდა. ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს ამ სახით ბიუჯეტმა 948 000 ლარი მიიღო, 2020–ში კი ეს მაჩვენებელი 78 ათას ლარამდე შემცირდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამორინეებიდან ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტი შედის ბიუჯეტში. მათთვის ხელისშემშლელი არც 2020 წელი ყოფილა. პანდემიის პერიოდში სათამაშო ბიზნესიდან ყველაზე მეტი თანხა – 1,365 მილიონი ლარი მიიღეს. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით კი, სათამაშო ბიზნესს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 500 ათასი ლარი აქვს გადახდილი. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი კომპანია - შპს “მარსია”. 2020 წლის განმავლობაში, ბიზნესობიექტს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ შეუწყვეტია, რადგან ბორჯომში განთავსებულ მათ სალაროებში მომხმარებელს მოგებული თანხის განაღდება, რეგისტრაცია და მსგავსი სერვისებით სარგებლობა შეეძლო. კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელი კი იმაზე მიუთითებს, რომ სალაროებში ნაღდი ფულის ბრუნვა გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით, მიწის სამორინეების მიერ გადახდილი მოსაკრებლის ჯამური რაოდენობა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 6,5 ჯერ შემცირდა. თუ 2019 წელს, სათამაშო ბიზნესმა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში 128,4 მილიონი გადაიხადა, 2020 წლის მონაცემებით ეს თანხა 19,2 მილიონი იყო. თუ მიმდინარე წლის იანვარი–ივნისის მონაცემებს პანდემიამდელი პერიოდის ამავე თვეების მაჩვენებელს შევადარებთ, დავინახავთ, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში ორჯერ ნაკლები თანხა შევიდა.
ამის ფონზე კი, ონლაინ კაზინოებისა და ტოტალიზატორების მოგებამ, რეკორდულად მაღალი ციფრები აჩვენა.
ონლაინ კაზინოები, მიწის სამორინეებისგან განსხვავებით, დამატებით მოსაკრებელს არ იხდიან. მათგან სხვადასხვა სახის, მათ შორის მოგების გადასახადს მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტი იღებს. საქართველოში დღეს ათობით ონლაინ კაზინო–ტოტალიზატორი ოპერირებს, რომელიც მომხმარებლებს აზარტულ თამაშებს სთავაზობს.

საქართველოს ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი სამორინე და ტოტალიზატორი “კრისტალბეთის” სახელით ცნობილი შპს “მარსია”. კომპანიას აქვს როგორც “მიწის”, ისე ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორი. REPORTAL.GE-ზე ატვირთული ანგარიშების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 2020 წელს რეკორდულად გაიზარდა. 2019 წელს თუ “კრისტალბეთის” წმინდა მოგება 49 მილიონს აღწევდა, 2020 წელს 95 მილიონი გახდა.

REPORTAL.GE
-ზე გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა კიდევ ერთი მსხვილი კომპანიის, “აჭარაბეთის” მოგება.

,,აჭარაბეთი” საქართველოსა და სომხეთში ოპერირებს და რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. ჩვენთან მას შპს “ავიატორი” წარმოადგენს.

კომპანიის წმინდა მოგება 2020 წელს 84,8 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 8 მილიონი ლარით მეტია.

ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის დაბრკოლებად ვერ იქცა სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა. 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელს ფსონების განთავსება არ შეეძლო მრავალ პრესტიჟულ ტურნირზე, მათ შორის “ევრო 2020”–ზე, რომელიც პანდემიის გამო, მიმდინარე წელს გაიმართა.

შემოსავლების ზრდა იმ ფონზე გამოიკვეთა, როცა სპორტული თამაშების უმეტესობა გაუქმდა. 
ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ სათამაშო ბიზნესისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. ერთ–ერთი მათგანია ,,აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი". ორგანიზაციამ აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვისა და ონლაინ კაზინოებში რეგისტრაციის გამკაცრების საკითხი დააყენა.

,,აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრში" მიიჩნევენ, რომ დღეს, საქართველოში სათამაშო ბიზნესი ნორმაზე 3–4-ჯერ მეტად არის განვითარებული, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციაში არ მიაჩნიათ, რომ მოთამაშებიის რიცხვის შესამცირებლად მკვეთრი რეგულაციებია საჭირო.

,,დღეს ამ ვითარებაში მკვეთრი რეგულაციების ჩაშვება არ არის გონივრული გადაწყვეტილება, რადგან ეს გამოიწვევს შავი ხვრელების გაჩენას. თუ პირდაპირ ავკრძალავთ, ეს ადამიანები აუცილებლად ითამაშებენ და ერთი არის კრიმინალური გზა, ე.წ ხელზე თამაში, რასაც ბევრი ადამიანი ეწირება და მეორე, ეს ადამიანები მიაწყდებიან უცხოურ ონლაინ სამონირეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ფული გავა გარეთ”, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ბესელია.

პირველი, რასაც სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, ონლაინ სათამაშო პორტალებზე რეგისტრაციის საკითხია. ბევრი ცვლილების მიუხედავად, ეს დღესაც საკმაოდ მარტივია და აზარტულ თამაშებს არასრულწლოვანებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის.

,,ჩვენი ორგანიზაციის (მიერ) ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომლებიც ჩატარდა პანდემიამდე, თბილისი მოზარდთა 48% არის შემხებლობაში ონლაინ სამორინეებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი, [რომელიც არასრულწლოვანებს აზარტულ თამაშებს უკრძალავს] ფაქტობრივად არ მუშაობს”, – აღნიშნავს "აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელი.

გუგა ბესელია მიიჩნევს,რომ მეორე საკითხი, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, ,,აგრესიული მარკეტინგული კამპანიაა”. სათამაშო ბიზნესი დღეს მას აქტიურად მიმართავს. აზარტული თამაშების რეკლამა კი ისევე უნდა რეგულირდებოდეს, როგორც ეს ალკოჰოლისა და თამბაქოს შემთხვევაშია.

,,რა თქმა უნდა, მესმის ის, რომ სათამაშო ბიზნესი კარგი გადამხდელია რეკლამაში და სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც, თუმცა არანაკლებ კარგი გადამხდელი იქნებოდა თამბაქოსა და ალკოჰოლის ბიზნესი, აკრძალული რომ არ ჰქონდეთ”.

,,კარგი გადამხდელობის უკან უნდა იყოს არამავნებულური საქმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მავნებლობასთან გვაქვს საქმე. გამონაკლისი რეკლამის მიმართულებით შეიძლება იყოს ე.წ. სპონსორშიპი, რაც საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. სწორედ სათამაშო ბიზნესის აგრესიული მარკეტინგული კამპანიის შედეგია ის მდგომარეობა, რაც გვაქვს საქართველოში. რეკლამა რომ არ მუშაობდეს, ამდენი მილიონი ლარი არ დაიხარჯებოდა სათამაშო ბიზნესის მხრიდან”, – აცხადებს ბესელია.

,,აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრში" ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად, სახელმწიფომ, პირველ რიგში, ლუდომანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემად უნდა აღიაროს. ეს სახელმწიფოს პროდუქტის რეკლამისა თუ სხვადასხვა აქტივობის შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს მისცემს.

,,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასული საუკუნის 80–იან წლებში აღიარა ეს პრობლემად. ეს საკითხი მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ წმინდა სამართლებრივად მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ლუდომანიას არ ვაღიარებთ როგორც პრობლემას, მაშინ როგორღა ავკრძალავთ მის რეკლამას?”

სათამაშო ბიზნესი – ეკონომიკის ,,შავი ხვრელი”

სათამაშო ბიზნესი რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კარგი გადამხდელია, ამას ციფრები ადასტურებს. თუმცა, ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს სექტორი მაინც პრობლემურია, მით უფრო, როცა საქმე ონლაინ თამაშებს ეხება.

,,სათამაშო ბიზნესზე როცა ვსაუბრობთ, ეს უნდა დავყოთ ორ ნაწილად: ერთი - ეს არის მიწის კაზინოები და მეორე - ონლაინ კაზინოები. განსაკუთრებით პრობლემური კი დღეს ქვეყანაში არის ონლაინ თამაშები, თუნდაც ეკონომიკური კუთხით და ჩვენი ბიუჯეტის ან ეკონომიკის განვითარების კუთხით”, – გვიხსნის ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ბევრი ეკონომისტი ამ სექტორს “შავ ხვრელს” უწოდებს.

,,მაგალითად, ნებისმიერი სხვა ბიზნესი ავიღოთ, თუნდაც მცირე, რომელიც რაღაც შემოსავალს იღებს და ამ შემოსავალს აბანდებს განვითარებაში ან მიღებული შემოსავლით ყიდულობს სხვა პროდუქციას. ანუ ეს თანხები ბრუნავს ისევ ეკონომიკაში და საბოლოო ჯამში, თანხების გარკვეული ნაწილი ბრუნდება ისევ ეკონომიკაში. რაც შეეხება სათამაშო ბიზნესს და განსაკუთრებით ონლაინ თამაშებს, ამ სექტორის მიღებული თანხები მთლიანად მიედინება გარკვეული ადამიანების ჯიბეებში, ეს არ არის ბიზნესი, რომელიც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და აძლიერებს ეკონომიკას”.

ამავე დროს, გიორგი კაპანაძე ე.წ მიწის სამორინეების დადებით ფაქტორებზე მიუთითებს:

,,მიწის კაზინოების შემთხვევაში არსებობს კიდევ ბევრი დადებითი ფაქტორი, იქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ხელს უწყობს ტურიზმის მიმართულებით მოთამაშეების შემოსვლას ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონის ქვეყნებიდან ერთადერთი ვართ, სადაც ლეგალურია სათამაშო ბიზნესი, თუმცა ეს ყველაფერი პირიქითაა ონლაინ კაზინოების შემთხვევაში”.

ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციაში გამოსავალს რეგულირებაში ხედავენ. მიაჩნიათ, რომ ფინანასები უფრო გამჭვირვალე, რეკლამის კანონი კი უფრო მკაცრი უნდა გახდეს.

,,მიმაჩნია, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, თუმცა უნდა იყოს უფრო მკაცრად რეგულირებული, განსაკუთრებით ონლაინ თამაშების მიმართულებით. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვხედავთ რომ ეს ბიზნესი მაინც ძლიერდება, ზრდის საკუთარ შემოსავლებს და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული თანხების ხარჯზე”, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე პარლამენტში დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

აზარტული თამაშების ონლაინ პლატფორმების შემოსავლების ზრდა პანდემიის პერიოდში მხოლოდ საქართველოში არ გამოვლენილა. ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალ ,,ფორბსის” ინფორმაციით, ამერიკის ექვს შტატში, სადაც ონლაინ სამორინე ლეგალურია, 2021 წლის მეორე კვარტალში სუფთა შემოსავლის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. 901 მილიონი ამავე წლის პირველ კვარტალთან შედარებით 15%-ით მეტია. მაჩვენებელმა 2020 წლის ჯამურ, მილიარდნახევრიან შემოსავალს უკვე გადააჭარბა.

საქართველოში, პანდემიის პერიოდში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მონაცემები არავის მოუკვლევია. თუმცა ონლაინ სათამაშო ბიზნესის შემოსავლის რეკორდული ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავასკვნათ, ონლაინ სივრცეში გადანაცვლებულ მიწის კაზინოებში მოთამაშეებს უსამსახუროდ და უსაქმოდ სახლში გამოკეტილებიც შეემატნენ. მაშინ, როცა თითქმის ყველა სახის ბიზნესმა იზარალა, აზარტული თამაშების სფერო შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მეორე მხარეს ადამიანები მეტად გაღარიბდნენ, დაენგრათ ცხოვრება და შეექმნათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რასაც შესაძლოა, თავად ვერც კი აცნობიერებენ.
Facebook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibom giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum marsbahis marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişsalt likityouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetbettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqostarafbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibombetebetbetzulacasibomsekabetkavbetbettiltjojobethttps://iaknambon.ac.id/media/agenda/default/1xbetmarsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetsafirbetjojobetkralbetsafirbetsafirbetsafirbetholiganbetsafirbetsekabetsafirbetonwinsafirbetbetebetsahabetsafirbetsafirbetmatadorbetsafirbetgrandpashabetsafirbetnakitbahiscratosslotsafirbetpiabellacasinosafirbetmeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetsekabetjojobetgalabetnakitbahismeritkingbettiltsafirbetimajbetjojobetjojobetsafirbetmatbetsafirbetdinamobetsafirbetsafirbetcasibomsafirbetmobilbahissafirbetjojobetbettiltimajbetgalabetmatbetcasibom girişbettiltonwinqueenbetbetvolebaywinlimanbetbetgarantibetsatkalebettumbettümbetbaywin girişbaywinpiabellaholiganbet