სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის აბონენტთა ნაწილს 7 საათით დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება

11:00-დან 13:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა ბაკურიანში.

15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცემი და ტბა.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბავრა, ხოსპიო, ხორენია, მარტუნი, ხულგუმო, ახალქალაქში დ. აღმაშენებლის, აგამალიანის ქუჩებზე ნინოწმინდის გზატკეცილზე.

14:30-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ასპინძაში, სოფლებში დამალა, ხიზაბავრა, ტოლოში, აწყვიტა, ძველი, ნაქალაქევი, ოთა, სარო, რუსთავი და მიმდებარე სოფლებში.

16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, ხეოთი, ანდრიაწმინდა, ჭობარეთი, ახალციხეში ჯაყელის, რუსთაველის ქუჩებზე, ახალქალაქის გზატკეცილზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |