რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, რესტორანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეები ადგილზე მუშაობას ასრულებენ. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ. ჩაინგრა ჭერი, მეპატრონის თქმით, ზარალის ოდენობა საშუალოდ, 100 000 ლარია.