სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს
სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, - ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოქვეყნებული სიის მიხედვით, აზერბაიჯანს ლაჩინის რაიონში 52, მარტაკერტში 8, შაუმიანში 16, გადრუთში 29, შუშის რაიონში 2, ასეკერანში 8 და მარტუნის რაიონში 8 დასახლებული პუნქტი გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
| Print |