ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 12:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ვაჩიანი, ოკამი, ხავეთ, ქარცები, აფნია, ერინჯა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, ცხრაწყაროს, კოხტის ძირის, 25-იანების, თრიალეთის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |